2
ს ა კ ვ ლ ე ვ ი პ რ ო ბ ლ ე მ ი ს მ ი ზ ე ზ ე ბ ი
·
შემაჯამებელი დავალებების ერთფეროვნება;
·
მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების
გაუთვალისწინებლობა;
·
ზოგიერთი პედაგოგის მხრიდან შემაჯამებელი სამუშაოს
გამოყენება, როგორც მოსწავლეთა სადამსჯელო ინსტრუმენტი;
·
მოსწავლეების მიერ შემაჯამებელი სამუშაოს ვადებისა და
შეფასების კრიტერიუმების არცოდნა;
·
შემაჯამებელი სამუშაოს დასრულების შემდეგ დაგვიანებული
უკუკავშირი, რაც თავის მხრივ იწვევს მოსწავლის მიერ საკუთარ ნაშრომის შედეგზე
ინტერესის დაკარგვას.
ასევე ჩავატარე გამოკითხვა მოსწავლეებშიც,რისთვისაც შევადგინე კითხვარი
მოსწავლეთათვის(დანართი №2 და დანართი №3).გამოვიკითხე მეშვიდე, მეათე და მეთერთმეტე კლასებიდან შემთხვევით შერჩეული 40 მოსწავლე. მოსწავლეთა მეტი გულწრფელობის მიზნით
გამოკითხვა იყო ანონიმური. გამოკითხვის შედეგები დამეხმარა მეზრუნა უფრო ეფექტური
შემაჯამებელი დავალებების შედგენაში.
მ ო ს წ ა ვ ლ ე თ ა გ ა მ ო
კ ი თ ხ ვ ი ს ა ნ ა ლ ი ზ ი :
1.
„კარგი იქნება თუ მასწავლებელი წინასწარ გვამუშავებს შემაჯამებელი
დავალებების ანალოგიურ საკითხებზე“
.შემაჯამებელი სამუშაოების გარკვეული ნაწილი ჩატარდეს
კომპიუტერთან, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის
დავალებებს
3.შემაჯამებელი
სამუშაოების ნაწილი იყოს ექსპერიმენტის
ანალიზი ან ლაბორატორიული სამუშაო
-9-
4.შემაჯამებელი სამუშოს ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდეს
პრეტესტი,რომელიც მოიცავს
5. შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების კრიტერიუმების
ჩამოყალიბებაში მასწავლებელთან ერთად ჩაერთოს მთელი კლასი, ასე უფრო გაიზრდება
მოსწავლეთა პასუხისმგებლობა
-10-
6.
შემაჯამებელი დავალებები განსხვავებული
იყოს სირთულის დონით და მოსწავლეებს მიეცეთ არჩევანის
საშუალება.თვითონვე გადაწყვიტონ,თუ
რომელი კატეგორიიდან („მარტივი“, „საშუალო“ და „რთული“ )სურთ დავალებების არჩევა
7.
შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების
გაცნობა მოხდეს მყისიერად,
რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსწავლეთა ინტერესს საკუთარი
ნამუშევრის
შედეგისადმი
-11-
ს ა მ ი ზ ნ ე ჯ გ უ ფ
ი ს შ ე რ ჩ ე ვ ა
სამიზნე
ჯგუფად შევარჩიე VIIა კლასი, რადგან
ამ კლასში შედარებით დაბალი შედეგები მქონდა შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების
მიხედვით მიმდინარე სასწავლო წლის პირველ
სემესტრში, ვიდრე სხვა
კლასებში (X და XI), ამასთან
მეათე და მეთერთმეტე კლასებში, რომელებიც შედარებით აკადემიურად
ძლიერი კლასებია, შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარება გავაგრძელე ჩვეულებრივი, ტრადიციული მეთოდით.
ი ნ ტ ე რ ვ ე ნ ც ი ე ბ ი ს დ ა გ ე გ მ ვ ა:
მოსწავლეთა გამოკითხვისა
და კოლეგების მოსაზრებების გათვალისწინებით დავგეგმე სხვადასხვა ინტერვენცია:
·
ყოველ გაკვეთილზე 10-15 წუთიანი ტესტირების ჩატარება
შემაჯამებელი დავალებების მსგავს საკითხებზე;
·
შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარებამდე პრეტესტის ჩატარება,
რომელიც ფასდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით;
·
პრეტესტის ჩატარებისთანავე მყისიერი უკუკავშირი-
ნამუშევრების განხილვა და ძლიერი და სუსტი მხარეების განზოგადება;
·
მოსწავლეებთან ერთად შეფასების კრიტერიუმების
ჩამოყალიბება და ანალიტიკური შეფასების რუბრიკის შედგენა;
·
მრავალფეროვანი შემაჯამებელი დავალებების შედგენა, გათვლილი
ბლუმის ტაქსონომიის სხვადასხვა სააზროვნო დონეზე;
·
დიფერენცირებული შემაჯამებელი სამუშაოსთვის დავალებების
შედგენა და მათი დახარისხება კატეგორიების მიხედვით.
ი ნ ტ ე რ ვ ე
ნ ც ი ე ბ ი ს გ ა ნ ხ ო რ ც ი ე ლ
ე ბ ა :
ü VIIა კლასში დავიწყე
შემაჯამებელი დავალებების მსგავსი სავარჯიშოების 10-15 წუთიანი წერა თითქმის ყოველ გაკვეთილზე,რასაც მოყვებოდა
მისი განხილვა და ანალოგიური დავალებების მიცემა საშინაო დავალებად.
ü შემაჯამებელი
სამუშაოს დავალებების რაოდენობისა და შეფასების რუბრიკის შედგენისას გავითვალისწინე მოსწავლეთა სურვილები და რჩევები.
ü ჩავატარე
პრეტესტი, რომელზეც მოსწავლეები მიიღებდნენ მხოლოდ განმავითარებელ შეფასებას, რაც დიდ დახმარებას
გაუწევდათ შემაჯამებელი სამუშაოს
წარმატებით შესრულებაში.
ü პრეტესტის ჩატარების შემდეგ მოსწავლეებს უფლება ჰქონდათ თავიანთი ნამუშევრები წაეღოთ
სახლში, ეპოვათ და ჩაესწორებინათ
შეცდომები, ხოლო მეორე დღეს ერთობლივად გაგვეხილა
თითოეული სავარჯიშო;
ü პრეტესტის
ნამუშევრების განხილვის შემდეგ ჩავატარე შემაჯამებელი სამუშაო, რომელიც
მოიცავდა პრეტესტზე მიწოდებული დავალებების
ანალოგიურ სავარჯიშოებსა და ამოცანებს;
ü ჩავატარე
დიფერენცირებული შემაჯამებელი სამუშაო, რომელზეც მოსწავლეებს მიეცათ სრული
თავისუფლება თავად აერჩიათ დავალებები ,,მარტივი“, ,,საშუალო“ და ,,რთული“
კატეგორიებიდან.
-13-
ინტერვენციის შედეგები
ამ ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ ჩატარებული №6
შემაჯამებელი სამუშაოს შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. შედეგები ასეთია:
·
„10“- დაიმსახურა
ოთხმა მოსწავლემ,
·
„9“- ერთმა
მოსწავლემ;
·
„8“- ოთხმა მოსწავლემ;
·
„7“- ერთმა მოსწავლემ;
·
„6 და 5“- ექვსმა მოსწავლემ;
სამწუხაროდ, დაიწერა ერთი არადამაკმაყოფილებელი ქულაც „3“, თუმცა ამის მიზეზი იყო, თავად მოსწავლის მიერ რამდენიმე დღიანი გაკვეთილების
გაცდენა.
აღნიშნული შედეგები გაცილებით
მაღალია, ვიდრე პირველი სემესტრის შემაჯამებლების
შედეგები (დანართი №4). ამასთან, VIIა კლასში მეხუთე
და მეექვსე შემაჯამებელ სამუშაოში მიღებული შედეგები უკეთესია, ვიდრე სხვა კლასში,
რომელიც გამოირჩევა მაღალი აკადემიური მიღწევებით, თუმცა ზემოთ აღწერილი არცერთი
ინტერვენცია მათთან არ გამიტარებია და შემაჯამებელი ჩვეულებრივ, ტრადიციული ფორმით
იქნა ჩატარებული.
შემაჯამებელი
სამუშაოს შედეგების ასახვა ხდება ანგარიშში,რომელშიც წარმოდგენილია ესგ-ს
სტანდარტის შედეგები,რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი
დავალება, კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა თითოეული დავალება, შემაჯამებლის
საშუალო შეფასება, მოსწავლეთა მიერ ძალიან კარგად დაძლეული და ასევე
გასაუმჯობესებელი დავალებების ჩამონათვალი.
ანგარიშის ამგვარად განზოგადება, ზოგადად, ეხმარება მასწავლებელს
თვითგანვითარებასა და პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფაში.
-14-
გთავაზობთ №6 შემაჯამებელი სამუშაოს ანგარიშის ფორმას:
|
№6 შემაჯამებელი სამუშაოს
ანგარიში
პედაგოგი ნარგიზ
მამულაძე
კლასი VIIა
საგანი
მათემატიკა
|
|
|
შემაჯამებელი
სამუშაოების ანალიზი |
ესგ-ის საგნობრივი სტანდარტიდან ამონარიდი, თუ რომელ შედეგებზე გადის ეს შემაჯამებელი სამუშაო
მათ.
VII.7. მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების გამარტივება და წრფივი განტოლების
ამოხსნა.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ტექსტური ამოცანის ამოსახსნელად ადგენს და ხსნის ერთუცნობიან
წრფივ განტოლებას;
* იყენებს მოქმედებათა თვისებებს, მათ თანმიმდევრობას
და დაჯგუფებას ალგებრული (არაუმეტეს ორი ცვლადის შემცველი წრფივი ან მეორე ხარისხის)
გამოსახულების გასამარტივებლად და მისი მნიშვნელობის გამოსათვლელად ცვლადების მოცემული
მნიშვნელობებისათვის;
* ალგებრული გარდაქმნებისა და
ლოგიკური მსჯელობის გამოყენებით ასაბუთებს ან უარყოფს ორი ალგებრული (არაუმეტეს ორი
ცვლადის შემცველი წრფივი ან მეორე ხარისხის) გამოსახულების იგივურ ტოლობას.
შემაჯამებელი სამუშაოს ტიპი-წერითი
შემაჯამებლი სამუშაოს საშუალო ქულა- -- დაახლოებით 7,1. დავალებები, რომელთა დაძლევა გაუჭირდა მოსწავლეთა უმრავლესობას: ამოცანის შესაბამისი განტოლების შედგენა და მრავალწევრის მამრავლებად დაშლა შემოკლებული გამრავლების ფორმულებით. |
|
შეჯამება
|
შემაჯამებელი სამუშაო
ჩატარდა წარმატებულად, რასაც ხელს უწყობდა პრეტესტზე მუშაობა და ნამუშევრების
განხილვა.
მოსწავლეთა 29%-მა დაიმსახურა მაღალი შეფასება, ხოლო 5%-მა არადამაკმაყოფილებელი, დანარჩენმა მიიღო საშუალო შეფასება. |
|
რეკომენდაციები,
მორიგი შემაჯამებელი სამუშაოების დაგეგმვისთვის |
შემაჯამებელი სამუშაოს ძლიერი მხარეა ის,რომ მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა
შეძლო სტანდარტით გათვალისწინებული მასალის დაძლევა.
იმ მოსწავლეს, რომლებსაც გაცდენის გამო დაეწერა არადამაკმაყოფილებელი შეფასება, შეიძლებოდა შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარებამდე გაკვეთილების შემდეგ მათთან დამატებითი მუშაობა, ან კიდევ, აკადემიურად ძლიერი მოსწავლეებისათვის მისი მიმაგრება და დახმარების გაწევა. |
დიფერენცირებული შემაჯამებელი სამუშაო
მოსწავლეთაშესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვლინდა დიფერენცირებულ შემაჯამებელ სამუშაოზე.
დავალებები დავახარისხე სირთულის მიხედვით: ,,მარტივი“, ,,საშუალო“ და ,,რთული“, რომლებიც სამი სხვადასხვა ფერის სტიკერებზე
იყო დაწერილი და მიკრული იყო დაფაზე. მოსწავლეები თავად ირჩევდნენ კატეგორიას და
დავალებას ასრულებდნენ დამოუკიდებლად. ამასთან, უფლება ჰქონდათ შეერჩიათ მხოლოდ 5 ამოცანა. ,,მარტივი“ კატეგორიიდან არჩეული
თითოეული დავალება იყო 1 ქულიანი, ,,საშუალო“ კატეგორიიდან არჩეული დავალება იყო
1,5 ქულიანი, ხოლო ,,რთული“ დავალებები იყო 2 ქულიანი. შემაჯამებელი სამუშაო
ძალიან საინტერესოდ წარიმართა, დავალების შესრულების მიხედვით მოსწავლეები ან
ართულებდნენ, ან კიდევ ამარტივებდნენ შესასრულებელ სამუშაოს, ზოგიც კიდევ სტაბილურად
ერთნაირი სირთულის დავალებებს ამჯობინებდა. საერთო ჯამში, მოსწავლეები თავად
ირჩევდნენ სირთულის ხარისხს თავიანთი მომზადების დონისა და შესაძლებლობების
მიხედვით, რაც კიდევ უფრო უწყობდა ხელს უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებას და
ცოდნისა და უნარ-ჩვევების მაქსიმალურად წარმოჩენას.
-18-
დიფერენცირებული შემაჯამებელი სამუშაოს შედეგები ასეთია:
,,10“ ----1 მოსწავლე;
,,9“----2 მოსწავლე;
,,8“----3 მოსწავლე;
,, 7“------1 მოსწავლე
,,6“-----6 მოსწავლე
,,5“------4
მოსწავლე.
როგორც №7 შემაჯამებელმა აჩვენა, მართალია ,,9“ და ,,10“ ქულები ცოტაა დაფიქსირებულა წინა
შემაჯამებლისგან განსხვავებით, თუმცა გაცილებით მაღალია საშუალო ქულების
რაოდენობა. დიფერენცირებულ სამუშაოს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები,
მოსწავლეებმა თავი შეიკავეს ხუთივე
ამოცანის ,,რთული“ კატეგორიიდან
არჩევისაგან, შესაბამისად, მაღალი ქულების
რაოდენობა შედარებით ნაკლებია.
სამაგიეროდ, არ დაფიქსირებულა არცერთი არადამაკმაყოფილებელი შეფასება, ,,მარტივი“ კატეგორიის ამოცანებით დაბალი
აკადემიური მოსწრების მოსწავლეებმაც კი, შეძლეს დამაკმაყოფილებელი და საშუალო
ქულების მოპოვება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საკმაოდ რთული და შრომატევადია ამ ტიპის შემაჯამებელი სამუშაოს
ჩატარება პედაგოგისათვის, სამი სხვადასხვა
სირთულის დავალებების მოძიება(შედგენა) და
მათი ცალ-ცალკე ფურცლებზე დაწერა დიდ დროსა და მუშაობას მოითხოვს. თუმცა, იმდენად
აქტიურები და სამუშაო პროცესში ჩართულები იყვნენ მოსწავლეები, რომ პედაგოგის მიერ
დახარჯული დრო და ენერგია ამად ღირს. აღსანიშნავია ისიც,რომ
ერთმანეთისგან გადაწერის შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი, ვინაიდან რამდენი
მოსწავლეცაა, იმდენი ვარიანტი არსებობს. დიფერენცირებული შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარებას კოლეგებს ვურჩევდი სემესტრის
განმავლობაში ერთჯერ, ან მაქსიმუმ ორჯერ.
დ ა ს კ ვ ნ ა :
ამრიგად, კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული
მიდგომების გათვალისწინებით, ასევე ინდივიდუალური
შესაძლებლობების
მიხედვით შექმნილ დავალებებზე აგებული
და დიფერენცირებული თეორიის
გამოყენებით დაგეგმილი
შემაჯამებელი
სამუშაოები ყოველთვის იძლევა სასურველ
შედეგს. შესაბამისად, მაღალია მოსწავლეთა მოტივაცია და
ინტერაქცია, რაც
აისახება მათ შეფასებებში. ჩემს კოლეგებს
ვურჩევდი, შემაჯამებელი სამუშაოს მოსამზადებელი პერიოდის
სწორად დაგეგმვა და მთელი რიგი ფაქტორების
გათვალისწინება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საბოლოო შედეგზე,ამიტომაც
განსაკუთრებული ყურადღება
საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში, სწორედ, შემაჯამებელი სამუშაოს მიზანმიმართულად და
ეფექტურად ჩატარებას
დაუთმონ. კვლევაზე მუშაობა იყო ძალიან
ნაყოფიერი, საინტერესო და რაც მთავარია, გამოიკვეთა
შედეგი, რომელიც მიღწეულ იქნა დიდი ძალისხმევისა და მოსწავლეთა ინტერესების
გათვალისწინების შედეგად .
-20-
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა :
1.
ვერიკო
ხელისუფალი- „პრაქტიკული კვლევა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის“ - ჟურნალი maswavlebeli.ge-12 სექტემბერი,2014წ.
2.
თეა ურუშაძე
- „როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ ეფექტური
შემაჯამებელი სამუშაო“ -maswavlebeli.ge 11 იანვარი, 2017წ.
3.
მაია ფირჩხაძე -“როგორ მივცეთ მოსწავლეებს
დიფერენცირებული დავალებები?”(maswavlebeli.ge-29 დეკემბერი, 2015წ.
4.
სოფიკო
ლობჟანიძე-„როგორ
წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ - ჟურნალი maswavlebeli.ge- 3 მაისი,2012წ.
5.
მანანა
ბოჭორიშვილი- „შემაჯამაბელი დავალებების ანალიზის პრაქტიკა- ჟურნალი maswavlebeli.ge- 23
იანვარი,2015 წ.“
6.
ეროვნული
სასწავლო გეგმა-2011-2016წ;
7.
მასწავლებლის
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა,2 ნაწილი.
Комментарии
Отправить комментарий