მათემატიკის წრე ,,კონუსი" სამუშაო გეგმა 2018-19 სასწავლო წელი


სსიპ  ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  სალიბაურის  N2  საჯარო  სკოლა
მათემატიკის წრე “კონუსი




                 ,,არითმეტიკა  მათემატიკის დედოფალია,
                  მათემატიკა -ყველა  მეცნიერების“
                                                                გაუსი


წრის   ხელმძღვანელი   ნარგიზ  მამულაძე
2018 წელი
                                                    


შესავალი

დღევანდელობა, საჯარო სკოლა დამთავრებულისაგან მოითხოვს არა მარტო მათემატიკის სტანდარტულ ცოდნას, ამათუ იმ მათემატიკურ გარდაქმნათა შესრულების მყარ ჩვევებს, არამედ ამ გარდაქმნათა ლოგიკურ დასაბუთებას. შემოქმედებითი აზროვნების უნარს. ახალგაზრდები სკოლიდანვე უნდა მიეჩვივნენ არა მარტო პრობლემური ამოცანის ამოხსნის გადაწყვეტას არამედ სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ელემენტებსაც. ამის მიღწევა წარმატებით შეიძლება, თუ სასკოლო სასწავლო მუშაობას სათანადო კლასგარეშე მუშაობით შევავსებთ.

     კლასგარეშე მუშაობა საგრძნობლად უწყობს ხელს მოსწავლეთა დაინტერესებასა და მოტივაციის გაზრდას, გაკვეთილზე შესასწავლი მასალის საფუძვლიან ათვისებაში: ამასთან კლასგარეშე მუშაობა და მისი ორგანიზაცია ამაღლებს თვით მასწავლებლის პროფესიულ დონეს, სრულყოფს მის პედაგოგიურ და მეცნიერულ ხელოვნებას.  კლასგარეშე მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა წრეობრივი  მუშაობა.  მათემატიკური  წრის მთავარი დანიშნულებაა მათემატიკაში ნიჭიერ მოსწავლეთა გამოვლენა, მათი ცოდნის გაღრმავება და კვლევითი მუშაობის განვითარება.                                                                                                                                    
მათემატიკური წრის მუშაობის ძირითადი მიზნები:
1.    მათემატიკური აზროვნების თვალსაწიერის გაფართოვება;
2.    დამოუკიდებლად მუშაობის უნარების ჩამოყალიბება;
3.    ერუდიციის განვითარება;
4.    ზოგადად მათემატიკის, როგორც ზუსტი მეცნიერების მიმართ ინტერესის გამომუშავება;
5.    მოსწავლეთა ჩართვა სწავლის პროცესში;
6.     ყურადღების, მეხსიერების, შეფასების, შედარების და დასაბუთების უნარის განვითარება;
7.     ოპერატიულობის და თვითშემოქმედების უნარის განვითარება;
8.     გამარჯვებისათვის სწრაფვის უნარის განვითარება;
9.    ყოველდღიურ ცხოვრებაში  მათემატიკის გამოყენების აუცილებლობის ჩვენება.

წრის  აქტუალობა: დაეხმაროს მოსწავლეებს
·         მათემატიკის სწავლებაში;
·         სიძნელეებისადმი შიშის დაძლევაში;
·         სწავლისადმი ინტერესის გაღვივებაში;
·         ოპერატიულობის უნარის განვითარებაში;
·         გუნდურობის უნარის განვითარებაში;
·         აღიქვან სწავლების პროცესი შემოქმედებითად.

მოსალოდნელი შედეგები:
·         გააქტიურებული და მიზანდასახული მოსწავლეების ჩამოყალიბება;
·         საკუთარი სწავლის პროცესით დაინტერესებული მოსწავლეების განვითარება;
·         ამოცანების ამოხსნის ეფექტური, ოპერატიული და მრაფალფეროვანი ხერხების  ცოდნა;
·         მათემატიკის ცოდნის აუცილებლობის  გაცნობიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

წრის მუშაობისას  საჭირო ძირითადი რესურსები:
·         საკანცელარიო საქონელი;
·         მაგნიტური დაფა, მარკერი;
·         პროექტორი, პროექტორის დაფავიდეოკამერა, ფოტოაპარატი;
·         კომპიუტერი, PowerPoint-ში შესრულებული სლაიდები;
·                     ფლიფჩარტი, თაბახის ფურცლები, ფლომასტერი;
·         სხვადასხვა სახის დამხმარე მათემატიკური ლიტერატურა.

     ხელმძღვანელის ელ.ფოსტა nargizi72@gmail.com
     წრის  ვებ-გვერდი/ბლოგი:  ----------------------------------------------------------
     მონაწილეთა ასაკიX,  XI , XII კლასის მოსწავლეები
      ვადები/ხანგრძლივობა  01. 10. 2018წ - 03. 06. 2019 წ


კალენდარული  გეგმა
თარიღი
თემის   დასახელება
საათების რაოდენობა
01.10
წრის პროგრამის  გაცნობა.
1
15.10, 29.10,
12.11
ამოცანების ამოხსნა სხვადასხვა ხერხით სინჯვის ხერხით,  განტოლების შედგენით, უკუსვლით.
3
26.11, 
წილადების და ათწილადების ზოგიერთი გამოყენება, რიცხვითი და ასოითი გამოსახულებების შედგენა და გამარტივება
1
10.12, 24.12
სააზროვნო ამოცანების ამოხსნა,
2
21.01.2019
ოლიმპიადის ამოცანების ამოხსნა და განხილვა.
1
04.02,  18.02
გეომეტრიული  გარდაქმნების გამოყენებით საოლიმპიადო  ამოცანების ამოხსნა
2
04.03, 

გეომეტრიული ფიგურები, წრეწირი და წრე, წრეწირის ურთიერთგანლაგების შემთხვევები. სივრცული ფიგურები მოცულობა და ფართობი. ამოცანათა  შესრულება.
1
18.03, 
ამოცანები გეომეტრიიდან
1
08.04
მონაცემთა შეგროვება. მონაცემთა მოხერხებული წარმოდგენა. წრიული და სვეტოვანი დიაგრამები
1
22.04
ამოცანების ამოხსნა პროცენტებზე
1
06.05
სააზროვნო  ამოცანების ამოხსნა და  განხილვა.
1
20.05
საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნა პროპორციის გამოყენებით
1
03.06
მუშაობის  შეჯამება
1
სულ
17  სთ




წრეში გაწევრიანებულ  მოსწავლეთა  სია

N
მოსწავლის  სახელი, გვარი
კლასი
შენიშვნა
1
ბერიძე  ჰამლეტი
X

2
დიასამიძე  ირაკლი
X

3
მახარაძე მარიამ
X

4
სურმანიძე   გვანცა
X

5
ლორთქიფანიძე იმედა
X

6
ხოზრევანიძე როდამი
X

7
ვარშანიძე  გუგა
XI

8
კახაძე  მიხეილ
XI

9
კონცელიძე  ლინდა
XI

10
ნატარიძე  თემურ
XI

11
სურმანიძე  მეგი
XI

12
ქარცივაძე  ანზორ 
XI

13
ქოქოლაძე  დავით
XI

14
ხოზრევანიძე  ელისო
XI

15
ხმალაძე  თამარ
XI

16
ანთაძე  დათო
XII

17
ასლანიძე   ლევან
XII

18
ბალაძე  ლევან
XII

19
ბოლქვაძე  მარიკა
XIi

20
ზოიძე  ნინო
XII

21
მახარაძე  ალექსანდრე
XII

22
მახარაძე  გიორგი
XII

23
საფარიძე  ლევან
XII

24
ქათამაძე  რატი
XII

25
ქათამაძე  თორნიკე
XII

26
ქათამაძე  ლუკა
XII

27
შავაძე  იმედა
XII

28
შარაშიძე  რუსუდან
XII

29
ხოზრევანიძე  ლიზა
XII


წრის  ხელმძღვანელი                                       ნარგიზ  მამულაძე

განხილულია  და  დამტკიცებული  სსიპ ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის
 სოფელ სალიბაურის N2 საჯარო  სკოლის მათემატიკის  კათედრის  სხდომაზე
 ოქმი N---------- სექტემბერი 2018 წელი


კათედრის  თავმჯდომარე                                             ლია  სოფრომაძე

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

რატომ აქვთ მოსწავლეებს დაბალი აკადემიური შეფასება შემაჯამებელ სამუშაოში მიმდინარე აკადემიურ შედეგებთან შედარებით

რეფლექსია