რეფლექსია


რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
სსიპ ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის  სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში  ჩავატარე საკუთარი  პედაგოგიური  პრაქტიკის კვლევა  თემაზე:  ,,რატომ აქვთ  მოსწავლეებს  დაბალი  შეფასებები შემაჯამებელ  სამუშაოში  მიმდინარე  აკადემიურ  შედეგებთან  შედარებით“.
კვლევის მიზანი იყო საშუალო-საბაზო საფეხურზე  შემაჯამებელი   სამუშაოს შეფასებების  შედარება  მიმდინარე  (I  სემესტრის)  აკადემიურ  მოსწრებასთან , არსებული  განსხვავებების  მიზეზების  დადგენა,  ინტერვენციის  დაგეგმვა  და მიღებული  შედეგების აღწერა-შედარება  წინარე  შედეგთან,  რაც მოსწავლეთა  შემაჯამებელ  დავალებათა ხარისხის გაუმჯობესებას  გამოიწვევდა.
კვლევა განვახორციელე 2017-2018 სასწავლო წლის  II სემესტრში  და გრძელდებოდა დაახლოებით  5 თვის მანძილზე. მოსწავლეთა  ანონიმური გამოკითხვა-ანკეტირება ვაწარმოე  წერილობითი ფორმით VII!,  X  და  XI  კლასებში (სულ 40 მოსწავლე). ასევე ვესაუბრე  კოლეგებს  და  დავაფიქსირე  მათი  აზრი. მოსწავლეებისთვის აღნიშნული გამოკითხვა საინტერესო იყო, რადგანაც მათ  საკუთარი აზრის თავისუფლად  დაფიქსირების  საშუალება  მიეცათ . მიღებული  შედეგების  შემდეგ    სამიზნე ჯგუფად ავირჩიე -VII1  კლასი, რადგან,  აღნიშნულ  კლასში  სხვა  კლასებისაგან  განსხვავებით  ყველაზე  დაბალი  შედეგები  ფიქსირდებოდა შემაჯამებელ  დავალებაში  და  კითხვარის  შედეგების  გათვალისწინებით  დავგეგმე  ინტერვენცია, რაც  კვლევაში  სრულადაა აღწერილი.  კვლევის მიღებული შედეგი დადებითია, მოსწავლეთა  ძირითადმა  ნაწილმა  შედეგები მკვეთრად  გააუმჯობესა, რაც კვლევაში  შემაჯამებლის  შედეგების შესაბამისი  დიაგრამების   ანალიზმა  აჩვენა.
კვლევამ  აჩვენა, რომ  მოსწავლეზე  ორიენტირებული მიდგომების  გათვალისწინებით, ასევე ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით შექმნილ დავალებებზე აგებული და  დიფერენცირებული  თეორიის გამოყენებით  დაგეგმილი  შემაჯამებელი სამუშაოები  ყოველთვის  იძლევა  სასურველ  შედეგს.  შესაბამისად მაღალია  მოსწავლეთა  მოტივაცია და ინტერაქცია.  ჩემს  კოლეგებს ვურჩევდი,  შემაჯამებელი  სამუშაოს მოსამზადებელი პერიოდის სწორად დაგეგმვას,  რა დროსაც მთელი  რიგი ფაქტორების  გათვალისწინება მოუხდებათ  და  რაც  თავის  მხვრივ   კარგ შედეგს  გამოიღებს.  ამიტომაც  განსაკუთრებული ყურადღება  საკუთარ  პედაგოგიურ პრაქტიკაში,  სწორედ, შემაჯამებელი  სამუშაოს მიზანმიმართულად და ეფექტურად ჩატარებას დაუთმონ. 
კვლევაზე მუშაობა  იყო  ძალიან  ნაყოფიერი,  საინტერესო და რაც  მთავარია,  გამოიკვეთა  შედეგი,  რომელიც  მიღწეული  იქნა  დიდი  ძალისხმევისა  და  მოსწავლეთა  ინტერესების  გათვალისწინების  შედეგად.
კვლევის  შედეგების გაზიარება საინტერესო  აღმოჩნდა  კოლეგებისათვის.   ისინი ფიქრობენ  აღნიშნული  კვლევის ანგარიში  მათ  საშუალებას  მისცემს პრაქტიკაში გამოიყენონ  მიღებული  შედეგები, დაინტერესდნენ  ამ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი განახორციელონ საკუთარი პრაქტიკის კვლევა, ხოლო თემის არჩევა მათი პრაქტიკის საჭიროებიდან გამომდინარე  შეარჩიონ.


                                                   მათემატიკის  მასწავლებელი                                           ნარგიზ  მამულაძე

სსიპ  ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის  სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლა
პედაგოგიური  პრაქტიკის კვლევის  კითხვარის  შედეგები
მათემატიკის  მასწავლებელი  ნარგიზ  მამულაძე
2017-18 სასწავლო წელი
დანართი#2
N
კითხვა
შენიშვნა
1
შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების თარიღი:
 ა) ყოველთვის წინასწარ არის ჩემთვის ცნობილი;
) ზოგჯერ არის ცნობილი;
გ) არასდროს არ  არის ცნობილი.

33
7
0

2
შემაჯამებელი სამუშაო პროცესი ჩემთვის:
ა) არის დამრთგუნველი და მიქმნის დისკომფორტს;
    ) უმნიშვნელოდ იწვევს ნერვიულობს და დაძაბულობას;
გ) არის სასიამოვნო პროცესი, უპრობლემოდ ვახდენ ჩემი ცოდნის დემონსტრირებას.

8
20
12

3
შემაჯამებელი დავალებები:
) ზედმეტად რთული და დატვირთულია, მოიცავს ისეთ დავალებებსაც, რაზეც არასოდეს გვიმუშავია გაკვეთილზე;
) ჩემთვის საშუალო სირთულისაა, ზოგიერთი მათგანი ადრე ნამუშევარი ამოცნების მსგავსია;
) ძალიან მარტივია, თითქმის ყველაგაკვეთილზე ხდება მსგავსი დავალებების განხილვა.

11
17
12

4
შემაჯამებელი დავალებები მრავალფეროვანია:
ა) ყოველთვის;   ბ) ზოგჯერ;    გ) იშვიათად.

26
10
4

5
შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების კრიტერიუმები:
ა) წინასწარ არის ცნობილი;
ბ) შეფასების შემდეგ ვეცნობი;
გ) არასოდეს არის ცნობილი ჩემთვის.

28
12
0
4
6
 შემაჯამებელი სამუშაოს პროცესში მასწავლებელი:
ა) ყველა საკითხთან დაკავშირებით გვაძლევს მითითებებს;
ბ) მხოლოდ ზოგიერთ  საკითხთან დაკავშირებით გვაძლევს მითითებებს;
გ) არ ერთვება, იგი უკომენტაროდ გვიწევს მონიტორინგს.

6
26
8

7
შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა:
ა) ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრია და შეუძლებელია ერთ გაკვეთილზე სრულად მოესწროს;
ბ) ზოგჯერ ძალიან  ბევრია და მხოლოდ ზოგიერთ მოსწავლეს თუ შეუძლია ერთ გაკვეთილზე მოასწროსყველა დავალება;
გ) ზომიერია და ყველა მოსწავლისათვის ადვილად არის შესასრულებელი ერთ გაკვეთილზე.

10
17
13

8
შემაჯამებელი დავალებები:
ა) არის დიფერენცირებული და ყველა მოსწვლეს აქვს საშუალება აირჩიოს  მისი დონის შესაბამისი დავალება;
ბ) ნაწილობრივ დიფერენცირებულია,თუმცა სირთულის დონე უმნიშვნელოდ არის განსხვავებული ერთმანეთისგან;
გ) არ არის დიფერენცირებული, ყველა მოსწავლის დავალება ერთნაირია.

2
17
21

9
 შემაჯამებელი სამუშაოს შედეგებს მასწავლებელი:
ა) მომდევნო გაკვეთილზე გვაცნობს;
) ერთი კვირის განმავლობაში გვაცნობს;
) არ გვაცნობს.

7
33
0

10
შემაჯამებელი დავალებების განხილვას და განზოგადებას მასწავლებელი:
ა) უთმობს ერთ გაკვეთილს და თითოეულ საკითხს მოსწავლეებთან ერთად იხილავს;
ბ) მხოლოდ ზოგიერთ საკითხს იხილავს დროის დეფიციტის გამო;
გ) დროს არ უთმობს, თვლის ,რომ ეს  დროის ფუჭად კარგვაა.

2
19
19









დანართი  3
საკვლევი თემის  კითხვარის ანალიზი
კითხვა : შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების  გაუმჯობესებისათვის კარგი იქნება, თუ:

N
კითხვა
ვეთანხმები
არ  ვეთანხმები
შენიშვნა
1
.მასწავლებელი წინასწარ გვამუშავებს   შემაჯამებელი დავალებების ანალოგიურ საკითხებზე
35
5

2
.შემაჯამებელი სამუშაოების გარკვეული ნაწილი ჩატარდება კომპიუტერთან, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის დავალებებს
32
8

3
შემაჯამებელი სამუშაოების ნაწილი იქნება ექსპერიმენტის ანალიზი ან ლაბორატორიული სამუშაო
28
12

4
.შემაჯამებელი  სამუშოს ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდება პრეტესტი,რომელიც მოიცავს შემაჯამებელი დავალებების ანალოგიურ საკითხებს, ეს ერთგვარად გაზრდის მოსწავლეთა მზაობას
40
0

5
.შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში მასწავლებელთან ერთად ჩაერთვება მთელი კლასი, ასე უფრო გაიზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა

30
10

6
.შემაჯამებელი დავალებები განსხვავებული იქნება დონით და მოსწავლეებს მიეცემა  არჩევანის საშუალება თვითონვე გადაწყვიტონ, თუ რომელი კატეგორიიდან („მარტივი“, „საშუალო“ და „რთული“ ) სურთ დავალებების არჩევა
26
14

7
.შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების გაცნობა მოხდება მყისიერად, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსწავლეთა ინტერესს საკუთარი ნამუშევრის შედეგისადმი
40
0


მათემატიკის  მასწავლებელი                                   ნარგიზ  მამულაძე


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

მათემატიკის წრე ,,კონუსი" სამუშაო გეგმა 2018-19 სასწავლო წელი

რატომ აქვთ მოსწავლეებს დაბალი აკადემიური შეფასება შემაჯამებელ სამუშაოში მიმდინარე აკადემიურ შედეგებთან შედარებით