რატომ აქვთ მოსწავლეებს დაბალი აკადემიური შეფასება შემაჯამებელ სამუშაოში მიმდინარე აკადემიურ შედეგებთან შედარებით


საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

პრაქტიკული კვლევა  არის ერთ-ერთი საუკეთესო
 გზა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ხდება ჩვენს
 სკოლაში, და როგორ ვაქციოთ ის
უკეთეს ადგილად.

(Emily F. Calhoun, 1994)

საკვლევი თემა: 
რატომ აქვთ მოსწავლეებს დაბალი შეფასებები შემაჯამებელ სამუშაოში მიმდინარე
აკადემიურ შედეგებთან შედარებით?

კვლევის  ავტორი:  სსიპ ხელვაჩაურის   მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის 2 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი
ნარგიზ   მამულაძე

2017-18  სასწავლო წელი

ს ა რ ჩ ე ვ ი :
1.                   ი -----------------------------------------------------------------------------------------------------2
2.                      დ ა                                 ი --------------------------------------------------3
3.                                              ა ------------------------------------------------------------4-5
4.                                                           ი--------------------------------------------------6
5.                                                                          ა ---------------------------7
6.                                                              ი -----------------------------------------8-11
7.                                               ა ----------------------------------------------------------------12
8.     ი ნ                                                                        ა----------------------13
9.                                      ი ------------------------------------------------------------------------14-17
10.                        დ ი ფ ე რ ე ნ ც ი რ ე ბ უ ლ ი   შ ე მ ა ჯ ა მ ე ბ ე ლ ი   ს ა მ უ შ ა ო------------------------------------------18-19
11.                                      -------------------------------------------------------------------------------------------------------20
12.                              ე რ        რ ა----------------------------------------------------------------------------------------------21
13.                        დ ა ნ ა რ თ ე ბ ი  --------------------------------------------------------------------------------------------------22-28
14.  ფ ო ტ ო - მ ა ს ა ლ ა----------------------------------------------------------------------------------------------29-36





-1-
შ ე ს ა ვ ა ლ ი :
ოცდამეერთე საუკუნეში მასწავლებელი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, მაგრამ არის მთელი რიგი საქმიანობისა, რომლებიც ათეული წლის განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას. ერთ-ერთ ასეთად ითვლება---შემაჯამებელი სამუშაოები.
რთული და შრომატევადია, როგორც მრავალფეროვანი შემაჯამებელი დავალებების შედგენა, ასევე შეფასების  კრიტერიუმების სრულფასოვნად ჩამოყალიბება, ხოლო სამუშაოს ჩატარების შემდეგ განზოგადება და ანგარიშის შედგენა, რომელშიც ასახულია მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სტრატეგიების დაგეგმვა.
ყოველწლიური პრაქტიკა გვიჩვენებს, თუ რამდენად არის აცილებული ერთმანეთისგან მიმდინარე და შემაჯამებელი სამუშაოების შეფასებები. წინამდებარე ნაშრომი არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პრაქტიკული კვლევის ანგარიში.





-2-

პრობლემა და საკვლევი საკითხი
    ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შემაჯამებელი სამუშაოების ჩატარება სასწავლო პროცესის ერთ-ერთი სავალდებულო კომპონენტია. ალბათ, პედაგოგების უმრავლესობა დამეთანხმება, რომ მიმდინარე შედეგებთან შედარებით  შემაჯამებელი სამუშაოს შეფასება დაბალია, ზოგჯერ კი პარადოქსულად დაბალი. ყოფილა შემთხვევები, როცა საკმაოდ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს საშუალოზე დაბალი შეფასებაც კი მიუღია, რაც თრგუნავს, როგორც მოსწავლეს, ასევე მშობელს და მასწავლებელს. მოსწავლის მოტივაცია იკლებს და მომავალი შემაჯამებლის მიმართ ღელვა და ზოგჯერ სტრესული დამოკიდებულება უჩნდება ხოლმე.
   არანაკლებია პედაგოგის ღელვა, ვინაიდან მის მიერ ყოველდღიურად დაწერილ მაღალ ქულებს ფასი ეკარგება და ცხადია,რომ  შეფასების რელევანტურობა ეჭვქვეშ დგება.
ესგ-ის მიხედვით  მათემატიკაში სასწავლო წლის განმავლობაში თითოეულ კლასში დაგეგმილია მინიმუმ 10 შემაჯამებელი სამუშაო.
  I სემესტრისთვის გათვალისწინებული ოთხ-ოთხი შემაჯამებელი  ჩატარებულია.  თუკი თვალს გადავავლებთ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ქულებს (დანართი1), მარტივია პრობლემის იდენტიფიცირება. ამიტომაც გადავწყვიტე, საკვლევ თემად, სწორედ ეს საკითხი ამერჩია და მომეძებნა პრობლემის გადაჭრის გზები.


-3-


ლ ი  ტ ე რ ა ტ უ რ ი ს   მ ი მ ო ხ ი ლ ვ ა :

კვლევაზე მუშაობის დაწყებამდე  მოვიძიე და დავამუშავე სხვადასხვა ლიტერატურა, როგორც წერილობითი წყაროები, ასევე გამოვიყენე ინტერნეტ რესურსები. მოკლედ მიმოვიხილავ ზოგიერთ მათგანს.
საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას გვიზიარებს მათემატიკის მასწავლებელი თეა ურუშაძე სტატიაში „როგორ დავგეგმოთ  და ჩავატაროთ ეფექტური შემაჯამებელი სამუშაო“ (maswavlebeli.ge 11 იანვარი, 2017წ.)
„შესაჯამებელ  თემას ვყოფ კატეგორიებად. ეს კატეგორიებია: მარტივი,საშუალო და რთული. მარტივი-2 ქულა, საშუალო-3 ქულა, რთული-4 ქულა.მარტივი და საშუალო კატეგორიების თეორიული მასალა და სავარაუდო ამოცანების სტილი მოსწავლეებს წინასწარ ეცოდინებათ და მოემზადებიან. რთული კატეგორია, ძირითადად, შედგება სააზროვნო ამოცანებისაგან.ბავშვი  თავად ამოირჩევს, რომელი კატეგორიის კითხვა ურჩევნია. მასწავლებელს ეს საშუალებას მისცემს, უზრუნველყოს ყველა მოსწავლის ჩართვა და გააკეთოს მასალის დიფერენცირება.
შეკითხვის მიღების წესი: თითოეული გუნდიდან ერთდროულად გამოდის თითო ბავშვი. ირჩევს შეკითხვებს, რომლებიც მაგნიტით იქნება დაფაზე დამაგრებული ფერების მიხედვით. ქვეშ იქნება დამალული კითხვები. მაგნიტით დამაგრება საშულებას მისცემს მასწავლებელს, სწრაფად ჩამოხსნას და დაამაგროს ფურცლები.
ორგანიზების ფორმა: კლასიდან მასწავლებელი ამოარჩევს აკადემიურად მაღალი მოსწრების მოსწავლეებს, რომლებიც იქნებიან კაპიტნები. გუნდის წევრების შერჩევა მოხდება კაპიტნების მიერ არჩევანი-არადანის პრინციპით. თითოეულ გუნდს ექნება რაიმე დამახასიათებელი ნიშანი: ვთქვათ, გულზე ქინძისთავით დამაგრებული სხვადასხვა ფერის ლამაზად გამოჭრილი  ფურცლები ან ლენტები. ასევე, შეიძლება გუნდები, უბრალოდ, დაინომროს.

-4-
შეჯამების დროს ერთდროულად გამოდის თითო გუნდიდან თითო ბავშვი და ირჩევს კითხვას. კითხვები არის დანომრილი, მიაქვთ მოსაფიქრებელ განყოფილებაში. ეს არის სპეციალურად მოწყობილი კუთხე-მერხები, სადაც დახვდებათ ფურცლები და ავტოკალმები. მოსაფიქრებელი  მერხები დგას  შესაბამისი გუნდის  საპირისპირო მხარეს.
სანამ გუნდის წევრებს მოსაფიქრებელი წუთები სჭირდებათ, თითოეულ გუნდს უფლება ეძლევა, მოიპოვოს თითო-თითო ქულა ამ თემაზე საინტერესო პრეზენტაციით. პრეზენტაცია შეიძლება იყოს მათ მიერ შექმნილი, დახატული ან მოპოვებული მასალით.  გუნდის კაპიტანს  უფლება ეძლევა,  გუნდს მოუტანოს 1 ქულა იმ  შემთხვევაში,  თუ მისი გუნდის წევრის არასწორ პასუხს გამოასწორებს.
საპრეზენტაციო თემები უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებული მასწავლებელთან, თუმცა მასწავლებელი მხოლოდ მიმართულების მიმცემია.
შემაჯამებელი მუშაობის პროცესი საინტერესო და დაძლევადი რომ გავხადოთ ერთ -ერთი პედაგოგი მაია ფირჩხაძე სტატიაში-“როგორ მივცეთ მოსწავლეებს დიფერენცირებული დავალებები?”(maswavlebeli.ge-29 დეკემბერი, 2015წ. მაია ფირჩხაძე), გვთავაზობს ასეთ აქტივობას:
„აკადემიურად სუსტ მოსწავლეს ფერად ბარათებზე გამზადებული დავალებები შევურჩიოთ: წითელი ფერის ქაღალდზე საშუალო სირთულის დავალებები დავწეროთ, ცისფერზე შედარებით მარტივი დავალებები, ყვითელზე კი კიდევ უფრო მარტივი.  მოსწავლეს ავუხსნათ  ფერებს შორის განსხვავების მიზეზი და ისიც დამოუკიდებლად ამოირჩევს ბარათს. თავდაპირველად ის ალბათ ყველაზე მარტივ დავალებას ამოირჩევს, რაშიც, მართალია, მხოლოდ  დაბალ ქულას მიიღებს, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანია, რადგან  ის იღებს არაცუდ“ შეფასებას, არამედ დაბალ ქულას.    შემდეგში,  დარწმუნდებ  რა საკუთარ ძალებში,
ამოირჩევს საშუალო დონის დავალებებს, შემდეგში უფრო მაღალს და შედეგებიც უკეთესი იქნება.  მთავარია, რომ დავალებები ზუსტად შესაძლებლობების შესაბამისი იყოს“.






-5-



საკვლევი თემის შერჩევის შემდეგ ჩამოვაყალიბე
კ ვ ლ ე ვ ი ს  მ ი ზ ნ ე ბ ი :

·         შემაჯამებელი სამუშაოს შეფასებების შედარება მიმდინარე აკადემიურ მოსწრებასთან,
·         არსებული  განსხვავების მიზეზების დადგენა,
·          ინტერვენციების დაგეგმვა,
·          მიღებული შედეგების  აღწერა და  შედარება წინარე  შედეგებთან.




კ ვ ლ ე ვ ი ს   მ ე თ ო დ ე ბ ი :



კვლევის ეფექტურად წარმართვისათვის შევარჩიე კვლევის  რამდენიმე  მეთოდი:

·         დიალოგის გამართვა კოლეგებთან;
·         მოსწავლეთა გამოკითხვა წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით;
·         ფოკუს-ჯგუფი.





-6-

როცა საკვლევი პრობლემის  იდენტიფიცირება მოვახდინე, ზემოთ ჩამოთვლილი  მეთოდების  გამოყენებით  შევეცადე დამედგინა პრობლემის მიზეზები, რისთვისაც ჩავატარე ინტერვიუ ჩემი სკოლის პედაგოგებთან.   კოლეგებთან გასაუბრების შემდეგ გამოიკვეთა პრობლემის გამომწვევი სხვადასხვა ფაქტორი:



ს ა კ ვ ლ ე ვ ი   პ რ ო ბ ლ ე მ ი ს    მ ი ზ ე ზ ე ბ ი

·        შემაჯამებელი დავალებების ერთფეროვნება;
·        მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გაუთვალისწინებლობა;
·        ზოგიერთი პედაგოგის მხრიდან შემაჯამებელი სამუშაოს გამოყენება, როგორც მოსწავლეთა სადამსჯელო ინსტრუმენტი;
·        მოსწავლეების მიერ შემაჯამებელი სამუშაოს ვადებისა და შეფასების კრიტერიუმების არცოდნა;
·        შემაჯამებელი სამუშაოს დასრულების შემდეგ დაგვიანებული უკუკავშირი, რაც თავის მხრივ იწვევს მოსწავლის მიერ საკუთარ ნაშრომის შედეგზე ინტერესის დაკარგვას.




ასევე ჩავატარე გამოკითხვა მოსწავლეებშიც,რისთვისაც შევადგინე კითხვარი მოსწავლეთათვის(დანართი 2 და დანართი3).გამოვიკითხე  მეშვიდე,  მეათე  და მეთერთმეტე  კლასებიდან შემთხვევით შერჩეული 40  მოსწავლე. მოსწავლეთა მეტი გულწრფელობის მიზნით გამოკითხვა იყო ანონიმური. გამოკითხვის შედეგები დამეხმარა მეზრუნა უფრო ეფექტური შემაჯამებელი დავალებების შედგენაში.




-7-


მ ო ს წ ა ვ ლ ე თ ა   გ ა მ ო კ ი თ ხ ვ ი ს   ა ნ ა ლ ი ზ ი :



1. „კარგი იქნება თუ მასწავლებელი წინასწარ გვამუშავებს   შემაჯამებელი     
დავალებების ანალოგიურ საკითხებზე“





-8-

2.შემაჯამებელი სამუშაოების გარკვეული ნაწილი ჩატარდეს
 კომპიუტერთან, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის დავალებებს

3.შემაჯამებელი სამუშაოების ნაწილი იყოს ექსპერიმენტის
ანალიზი ან ლაბორატორიული სამუშაო


-9-
4.შემაჯამებელი  სამუშოს ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდეს პრეტესტი,რომელიც მოიცავს
 შემაჯამებელი დავალებების ანალოგიურ საკითხებს, ეს ერთგვარად გაზრდის მოსწავლეთა მზაობას





 5.  შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში მასწავლებელთან ერთად ჩაერთოს  მთელი კლასი, ასე უფრო გაიზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა


-10-
6.      შემაჯამებელი დავალებები განსხვავებული იყოს სირთულის  დონით და მოსწავლეებს მიეცეთ  არჩევანის საშუალება.თვითონვე გადაწყვიტონ,თუ რომელი კატეგორიიდან („მარტივი“, „საშუალო“ და „რთული“ )სურთ დავალებების არჩევა
 

7.      შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების გაცნობა მოხდეს მყისიერად,
რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსწავლეთა ინტერესს საკუთარი
 ნამუშევრის შედეგისადმი

-11-


ს ა მ ი ზ ნ ე   ჯ გ უ ფ ი ს   შ ე რ ჩ ე ვ ა


სამიზნე ჯგუფად შევარჩიე  VIIკლასი, რადგან ამ კლასში შედარებით დაბალი შედეგები მქონდა შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების მიხედვით  მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში,   ვიდრე  სხვა  კლასებში (X და XI),  ამასთან  მეათე და  მეთერთმეტე  კლასებში, რომელებიც შედარებით აკადემიურად ძლიერი კლასებია, შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარება გავაგრძელე  ჩვეულებრივი, ტრადიციული მეთოდით.

















-12-
ი ნ                        ა:

მოსწავლეთა გამოკითხვისა და კოლეგების მოსაზრებების გათვალისწინებით  დავგეგმე სხვადასხვა ინტერვენცია:
·         ყოველ გაკვეთილზე 10-15 წუთიანი ტესტირების ჩატარება შემაჯამებელი დავალებების მსგავს საკითხებზე;
·         შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარებამდე პრეტესტის ჩატარება, რომელიც  ფასდება  მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით;
·         პრეტესტის ჩატარებისთანავე მყისიერი უკუკავშირი- ნამუშევრების განხილვა და ძლიერი და სუსტი მხარეების განზოგადება;
·         მოსწავლეებთან ერთად შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება და ანალიტიკური შეფასების რუბრიკის შედგენა;
·         მრავალფეროვანი შემაჯამებელი დავალებების შედგენა, გათვლილი ბლუმის ტაქსონომიის სხვადასხვა სააზროვნო დონეზე;
·         დიფერენცირებული შემაჯამებელი სამუშაოსთვის დავალებების შედგენა და მათი დახარისხება კატეგორიების მიხედვით.

ი ნ ტ ე რ ვ ე ნ ც ი ე ბ ი ს   გ ა ნ ხ ო რ ც ი ე ლ ე  ბ ა :
ü  VIIკლასში  დავიწყე  შემაჯამებელი დავალებების მსგავსი სავარჯიშოების 10-15 წუთიანი წერა   თითქმის ყოველ გაკვეთილზე,რასაც მოყვებოდა მისი განხილვა და ანალოგიური დავალებების მიცემა საშინაო დავალებად.
ü  შემაჯამებელი სამუშაოს დავალებების რაოდენობისა და შეფასების რუბრიკის შედგენისას გავითვალისწინე  მოსწავლეთა სურვილები და რჩევები.
ü  ჩავატარე პრეტესტი, რომელზეც მოსწავლეები მიიღებდნენ მხოლოდ  განმავითარებელ შეფასებას, რაც დიდ დახმარებას გაუწევდათ შემაჯამებელი  სამუშაოს წარმატებით შესრულებაში.
ü  პრეტესტის  ჩატარების შემდეგ მოსწავლეებს  უფლება ჰქონდათ თავიანთი ნამუშევრები წაეღოთ სახლში,  ეპოვათ და ჩაესწორებინათ შეცდომები, ხოლო მეორე დღეს ერთობლივად გაგვეხილა  თითოეული სავარჯიშო;
ü  პრეტესტის ნამუშევრების განხილვის შემდეგ ჩავატარე შემაჯამებელი სამუშაო, რომელიც მოიცავდა  პრეტესტზე მიწოდებული დავალებების ანალოგიურ სავარჯიშოებსა და ამოცანებს;
ü  ჩავატარე დიფერენცირებული შემაჯამებელი სამუშაო, რომელზეც მოსწავლეებს მიეცათ სრული თავისუფლება თავად აერჩიათ დავალებები ,,მარტივი“, ,,საშუალო“ და ,,რთული“ კატეგორიებიდან.
-13-
ინტერვენციის შედეგები
ამ ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ ჩატარებული 6 შემაჯამებელი სამუშაოს შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. შედეგები ასეთია:
·        10“-  დაიმსახურა ოთხმა მოსწავლემ, 
·        9“-  ერთმა მოსწავლემ;
·        8“-   ოთხმა  მოსწავლემ;
·        7“-   ერთმა  მოსწავლემ;
·          6  და 5“-   ექვსმა მოსწავლემ;

სამწუხაროდ, დაიწერა ერთი არადამაკმაყოფილებელი ქულაც „3“, თუმცა ამის მიზეზი იყო, თავად მოსწავლის მიერ რამდენიმე დღიანი გაკვეთილების გაცდენა.
აღნიშნული შედეგები გაცილებით მაღალია, ვიდრე პირველი  სემესტრის შემაჯამებლების შედეგები (დანართი 4). ამასთან,  VIIკლასში  მეხუთე და მეექვსე შემაჯამებელ სამუშაოში მიღებული შედეგები უკეთესია, ვიდრე სხვა კლასში, რომელიც გამოირჩევა მაღალი აკადემიური მიღწევებით, თუმცა ზემოთ აღწერილი არცერთი ინტერვენცია მათთან არ გამიტარებია და შემაჯამებელი ჩვეულებრივ, ტრადიციული ფორმით იქნა ჩატარებული.
შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების ასახვა ხდება ანგარიშში,რომელშიც წარმოდგენილია ესგ-ს სტანდარტის შედეგები,რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება, კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა თითოეული დავალება, შემაჯამებლის საშუალო შეფასება, მოსწავლეთა მიერ ძალიან კარგად დაძლეული და ასევე გასაუმჯობესებელი დავალებების ჩამონათვალი.  ანგარიშის ამგვარად განზოგადება, ზოგადად, ეხმარება მასწავლებელს თვითგანვითარებასა და პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფაში.
-14-
  გთავაზობთ 6  შემაჯამებელი სამუშაოს ანგარიშის  ფორმას:

6 შემაჯამებელი სამუშაოს ანგარიში

პედაგოგი  ნარგიზ  მამულაძე
                                                   კლასი   VII
                                                  საგანი  მათემატიკა

შემაჯამებელი
სამუშაოების ანალიზი
 



ესგ-ის  საგნობრივი სტანდარტიდან ამონარიდი, თუ რომელ შედეგებზე  გადის ეს შემაჯამებელი სამუშაო

მათ. VII.7. მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების გამარტივება და წრფივი განტოლების ამოხსნა.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
* ტექსტური ამოცანის ამოსახსნელად ადგენს და ხსნის ერთუცნობიან წრფივ განტოლებას;
* იყენებს მოქმედებათა თვისებებს, მათ თანმიმდევრობას და დაჯგუფებას ალგებრული (არაუმეტეს ორი ცვლადის შემცველი წრფივი ან მეორე ხარისხის) გამოსახულების გასამარტივებლად და მისი მნიშვნელობის გამოსათვლელად ცვლადების მოცემული მნიშვნელობებისათვის;
*  ალგებრული გარდაქმნებისა და ლოგიკური მსჯელობის გამოყენებით ასაბუთებს ან უარყოფს ორი ალგებრული (არაუმეტეს ორი ცვლადის შემცველი წრფივი ან მეორე ხარისხის) გამოსახულების იგივურ ტოლობას.

-15-
 შემაჯამებელი სამუშაოს ტიპი-წერითი



 შემაჯამებლი სამუშაოს საშუალო  ქულა- -- დაახლოებით 7,1.






დდავალებები, რომელთა დაძლევა გაუჭირდა მოსწავლეთა უმრავლესობას:   ამოცანის შესაბამისი  განტოლების შედგენა და მრავალწევრის  მამრავლებად  დაშლა  შემოკლებული  გამრავლების  ფორმულებით.




შეჯამება

შემაჯამებელი სამუშაო ჩატარდა წარმატებულად, რასაც ხელს უწყობდა პრეტესტზე მუშაობა და ნამუშევრების განხილვა.
მოსწავლეთა 29%-მა დაიმსახურა მაღალი შეფასება, ხოლო  5%-მა არადამაკმაყოფილებელი, დანარჩენმა მიიღო საშუალო შეფასება.
-16-
რეკომენდაციები,
მორიგი  შემაჯამებელი სამუშაოების დაგე
მვისთვის 


 შემაჯამებელი სამუშაოს ძლიერი მხარეა ის,რომ მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა შეძლო სტანდარტით გათვალისწინებული მასალის დაძლევა.
იმ მოსწავლეს, რომლებსაც გაცდენის გამო დაეწერა არადამაკმაყოფილებელი შეფასება, შეიძლებოდა შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარებამდე  გაკვეთილების შემდეგ მათთან დამატებითი  მუშაობა, ან კიდევ, აკადემიურად ძლიერი მოსწავლეებისათვის მისი მიმაგრება და დახმარების გაწევა.


 









-17-

დიფერენცირებული შემაჯამებელი სამუშაო

მოსწავლეთაშესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვლინდა  დიფერენცირებულ შემაჯამებელ სამუშაოზე.
დავალებები დავახარისხე სირთულის მიხედვით: ,,მარტივი“, ,,საშუალო“ და  ,,რთული“, რომლებიც სამი სხვადასხვა ფერის სტიკერებზე იყო დაწერილი და მიკრული იყო დაფაზე. მოსწავლეები თავად ირჩევდნენ კატეგორიას და დავალებას ასრულებდნენ დამოუკიდებლად. ამასთან, უფლება ჰქონდათ შეერჩიათ  მხოლოდ 5 ამოცანა. ,,მარტივი“ კატეგორიიდან არჩეული თითოეული დავალება იყო 1 ქულიანი, ,,საშუალო“ კატეგორიიდან არჩეული დავალება იყო 1,5 ქულიანი, ხოლო ,,რთული“ დავალებები იყო 2 ქულიანი. შემაჯამებელი სამუშაო ძალიან საინტერესოდ წარიმართა, დავალების შესრულების მიხედვით მოსწავლეები ან ართულებდნენ, ან კიდევ ამარტივებდნენ შესასრულებელ სამუშაოს, ზოგიც კიდევ სტაბილურად ერთნაირი სირთულის დავალებებს ამჯობინებდა. საერთო ჯამში, მოსწავლეები თავად ირჩევდნენ სირთულის ხარისხს თავიანთი მომზადების დონისა და შესაძლებლობების მიხედვით, რაც კიდევ უფრო უწყობდა ხელს უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებას და ცოდნისა და უნარ-ჩვევების მაქსიმალურად წარმოჩენას.

-18-
დიფერენცირებული შემაჯამებელი სამუშაოს შედეგები ასეთია:
,,10“ ----1 მოსწავლე;
,,9“----2 მოსწავლე;
,,8“----3 მოსწავლე;
,, 7“------1 მოსწავლე
,,6“-----6 მოსწავლე
                                                                            ,,5“------4  მოსწავლე.                                      
როგორც 7 შემაჯამებელმა აჩვენა, მართალია ,,9“ და ,,10“ ქულები  ცოტაა დაფიქსირებულა  წინა  შემაჯამებლისგან განსხვავებით, თუმცა გაცილებით მაღალია საშუალო ქულების რაოდენობა. დიფერენცირებულ სამუშაოს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მოსწავლეებმა თავი შეიკავეს  ხუთივე ამოცანის  ,,რთული“ კატეგორიიდან არჩევისაგან, შესაბამისად, მაღალი  ქულების რაოდენობა  შედარებით ნაკლებია. სამაგიეროდ, არ დაფიქსირებულა არცერთი არადამაკმაყოფილებელი შეფასება,  ,,მარტივი“ კატეგორიის ამოცანებით დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებმაც კი, შეძლეს დამაკმაყოფილებელი და საშუალო ქულების მოპოვება.  
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საკმაოდ რთული და  შრომატევადია ამ ტიპის შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარება პედაგოგისათვის,  სამი სხვადასხვა სირთულის  დავალებების მოძიება(შედგენა) და მათი ცალ-ცალკე ფურცლებზე დაწერა დიდ დროსა და მუშაობას მოითხოვს. თუმცა, იმდენად აქტიურები და სამუშაო პროცესში ჩართულები იყვნენ მოსწავლეები, რომ პედაგოგის მიერ დახარჯული დრო და ენერგია ამად ღირს. აღსანიშნავია ისიც,რომ ერთმანეთისგან გადაწერის შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი, ვინაიდან რამდენი მოსწავლეცაა, იმდენი ვარიანტი არსებობს.  დიფერენცირებული  შემაჯამებელი სამუშაოს  ჩატარებას კოლეგებს ვურჩევდი სემესტრის განმავლობაში ერთჯერ, ან  მაქსიმუმ ორჯერ.
-19-
              :
ამრიგად, კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების გათვალისწინებით, ასევე ინდივიდუალური
 შესაძლებლობების მიხედვით  შექმნილ დავალებებზე  აგებული  და  დიფერენცირებული თეორიის გამოყენებით დაგეგმილი
 შემაჯამებელი სამუშაოები ყოველთვის იძლევა სასურველ  შედეგს. შესაბამისად, მაღალია მოსწავლეთა მოტივაცია და
 ინტერაქცია, რაც აისახება მათ შეფასებებში.  ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, შემაჯამებელი სამუშაოს მოსამზადებელი პერიოდის
სწორად დაგეგმვა და მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საბოლოო შედეგზე,ამიტომაც
განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში, სწორედ, შემაჯამებელი სამუშაოს მიზანმიმართულად და
ეფექტურად ჩატარებას დაუთმონ.  კვლევაზე მუშაობა იყო ძალიან ნაყოფიერი, საინტერესო და რაც მთავარია,  გამოიკვეთა
შედეგი, რომელიც  მიღწეულ იქნა  დიდი ძალისხმევისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინების  შედეგად .






-20-

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა :

1.      ვერიკო ხელისუფალი-პრაქტიკული კვლევა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის  - ჟურნალი  maswavlebeli.ge-12 სექტემბერი,2014წ.

2.      თეა ურუშაძე - „როგორ დავგეგმოთ  და ჩავატაროთ ეფექტური შემაჯამებელი სამუშაო“ -maswavlebeli.ge 11 იანვარი, 2017წ.


3.      მაია ფირჩხაძე -როგორ მივცეთ მოსწავლეებს დიფერენცირებული დავალებები?(maswavlebeli.ge-29 დეკემბერი, 2015წ.

4.      სოფიკო ლობჟანიძე-„როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ - ჟურნალი  maswavlebeli.ge- 3 მაისი,2012წ.


5.      მანანა ბოჭორიშვილი- „შემაჯამაბელი დავალებების ანალიზის პრაქტიკა- ჟურნალი  maswavlebeli.ge- 23 იანვარი,2015 წ.

6.      ეროვნული სასწავლო გეგმა-2011-2016წ;

7.      მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა,2 ნაწილი.




-21-
დანართი #1
პირველი სემესტრის მიმდინარე შეფასებების  და შემაჯამებელი სამუშაოების შედეგების საშუალოს შედარებითი დიაგრამა
-22-


დანართი #2
კვლევის კითხვარი მოსწავლეებისათვის:
(გთხოვთ, გაიხსენოთ შემაჯამებელი სამუშაოს მსვლელობა მათემატიკაში და უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს)
შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების თარიღი:
ა) ყოველთვის წინასწარ არის ჩემთვის ცნობილი;
ბ) ზოგჯერ არის ცნობილი;
გ) არასდროს არ  არის ცნობილი.
1.      შემაჯამებელი სამუშაო პროცესი ჩემთვის:
ა) არის დამრთგუნველი და მიქმნის დისკომფორტს;
ბ) უმნიშვნელოდ იწვევს ნერვიულობს და დაძაბულობას;
გ) არის სასიამოვნო პროცესი, უპრობლემოდ ვახდენ ჩემი ცოდნის დემონსტრირებას.
2.      შემაჯამებელი დავალებები:
ა) ზედმეტად რთული და დატვირთულია, მოიცავს ისეთ დავალებებსაც, რაზეც არასოდეს გვიმუშავია გაკვეთილზე;
ბ) ჩემთვის საშუალო სირთულისაა, ზოგიერთი მათგანი ადრე ნამუშევარი ამოცნების მსგავსია;
გ) ძალიან მარტივია, თითქმის ყველა გაკვეთილზე ხდება მსგავსი დავალებების განხილვა.
3.      შემაჯამებელი დავალებები მრავალფეროვანია:
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) იშვიათად.
4.      შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების კრიტერიუმები:
ა) წინასწარ არის ცნობილი;
ბ) შეფასების შემდეგ ვეცნობი;
გ) არასოდეს არის ცნობილი ჩემთვის.

-23-
   6. შემაჯამებელი სამუშაოს პროცესში მასწავლებელი:
ა) ყველა საკითხთან დაკავშირებით გვაძლევს მითითებებს;
ბ) მხოლოდ ზოგიერთ  საკითხთან დაკავშირებით გვაძლევს მითითებებს;
გ) არ ერთვება, იგი უკომენტაროდ გვიწევს მონიტორინგს.
7.შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა:
ა) ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრია და შეუძლებელია ერთ გაკვეთილზე სრულად მოესწროს;
ბ) ზოგჯერ ძალიან  ბევრია და მხოლოდ ზოგიერთ მოსწავლეს თუ შეუძლია ერთ გაკვეთილზე მოასწროს ყველა დავალება;
გ) ზომიერია და ყველა მოსწავლისათვის ადვილად არის შესასრულებელი ერთ გაკვეთილზე.
8.შემაჯამებელი დავალებები:
ა) არის დიფერენცირებული და ყველა მოსწვლეს აქვს საშუალება აირჩიოს  მისი დონის შესაბამისი დავალება;
ბ) ნაწილობრივ დიფერენცირებულია,თუმცა სირთულის დონე უმნიშვნელოდ არის განსხვავებული ერთმანეთისგან;
გ) არ არის დიფერენცირებული, ყველა მოსწავლის დავალება ერთნაირია.
9.შემაჯამებელი სამუშაოს შედეგებს მასწავლებელი:
ა) მომდევნო გაკვეთილზე გვაცნობს; ) ერთი კვირის განმავლობაში გვაცნობს; ) არ გვაცნობს.
10.შემაჯამებელი დავალებების განხილვას და განზოგადებას მასწავლებელი:
ა) უთმობს ერთ გაკვეთილს და თითოეულ საკითხს მოსწავლეებთან ერთად იხილავს;
ბ) მხოლოდ ზოგიერთ საკითხს იხილავს დროის დეფიციტის გამო;
გ) დროს არ უთმობს, თვლის ,რომ ეს  დროის ფუჭად კარგვაა.
-24-

დანართი  3

შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების გაუმჯობესებისათვის კარგი იქნება, თუ:
1.მასწავლებელი წინასწარ გვამუშავებს   შემაჯამებელი დავალებების ანალოგიურ საკითხებზე

ვეთანხმები                               არ ვეთანხმები
2.შემაჯამებელი სამუშაოების გარკვეული ნაწილი ჩატარდება კომპიუტერთან, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის დავალებებს
ვეთანხმები                               არ ვეთანხმები

3. შემაჯამებელი სამუშაოების ნაწილი იქნება ექსპერიმენტის ანალიზი ან ლაბორატორიული სამუშაო
            ვეთანხმები                               არ ვეთანხმები
    4.შემაჯამებელი  სამუშოს ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდება პრეტესტი,რომელიც მოიცავს შემაჯამებელი დავალებების ანალოგიურ საკითხებს, ეს ერთგვარად გაზრდის მოსწავლეთა მზაობას
                 ვეთანხმები                               არ ვეთანხმები

-25-
           
5.შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში მასწავლებელთან ერთად ჩაერთვება მთელი კლასი, ასე უფრო გაიზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა

           ვეთანხმები                               არ ვეთანხმები
6.შემაჯამებელი დავალებები განსხვავებული იქნება დონით და მოსწავლეებს მიეცემა  არჩევანის საშუალება თვითონვე გადაწყვიტონ, თუ რომელი კატეგორიიდან („მარტივი“, „საშუალო“ და „რთული“ ) სურთ დავალებების არჩევა
           ვეთანხმები                               არ ვეთანხმები

7.შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების გაცნობა მოხდება მყისიერად, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსწავლეთა ინტერესს საკუთარი ნამუშევრის შედეგისადმი
                          ვეთანხმები                                არ ვეთანხმები






-26-
დანართი   4 :  I  სემესტრის  შემაჯამებელი სამუშაოების შედეგების  საშუალოს  შედარებითი დიაგრამა  ინტერვენციების შემდეგ  ჩატარებულ   6 შემაჯამებლის შედეგებთან  
   
                         
-27-

8 და 9 შემაჯამებელი სამუშაოების აკადემიური შედეგების  შედარებითი დიაგრამა

-28-

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

მათემატიკის წრე ,,კონუსი" სამუშაო გეგმა 2018-19 სასწავლო წელი

რეფლექსია