1
საკუთარი
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
” პრაქტიკული კვლევა არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ხდება ჩვენს სკოლაში, და როგორ ვაქციოთ ისუკეთეს ადგილად”.
(Emily F. Calhoun,
1994)
რატომ აქვთ მოსწავლეებს დაბალი შეფასებები
შემაჯამებელ სამუშაოში მიმდინარე აკადემიურ შედეგებთან შედარებით
შ ე ს ა ვ
ა ლ ი :
ოცდამეერთე საუკუნეში მასწავლებელი ახალი გამოწვევების
წინაშე დადგა, მაგრამ არის მთელი რიგი საქმიანობისა, რომლებიც ათეული წლის განმავლობაში
არ კარგავს აქტუალობას. ერთ-ერთ ასეთად ითვლება---შემაჯამებელი სამუშაოები.
რთული და შრომატევადია, როგორც მრავალფეროვანი შემაჯამებელი
დავალებების შედგენა, ასევე შეფასების კრიტერიუმების
სრულფასოვნად ჩამოყალიბება, ხოლო სამუშაოს ჩატარების შემდეგ განზოგადება და ანგარიშის
შედგენა, რომელშიც ასახულია მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე სწავლა-სწავლების
ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სტრატეგიების დაგეგმვა.
ყოველწლიური პრაქტიკა გვიჩვენებს, თუ რამდენად არის
აცილებული ერთმანეთისგან მიმდინარე და შემაჯამებელი სამუშაოების შეფასებები. წინამდებარე
ნაშრომი არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პრაქტიკული კვლევის ანგარიში.
პრობლემა და საკვლევი საკითხი
ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით შემაჯამებელი სამუშაოების ჩატარება სასწავლო პროცესის ერთ-ერთი
სავალდებულო კომპონენტია. ალბათ, პედაგოგების უმრავლესობა დამეთანხმება, რომ მიმდინარე
შედეგებთან შედარებით შემაჯამებელი სამუშაოს
შეფასება დაბალია, ზოგჯერ კი პარადოქსულად დაბალი. ყოფილა შემთხვევები, როცა საკმაოდ
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს საშუალოზე დაბალი შეფასებაც კი მიუღია, რაც
თრგუნავს, როგორც მოსწავლეს, ასევე მშობელს და მასწავლებელს. მოსწავლის მოტივაცია იკლებს
და მომავალი შემაჯამებლის მიმართ ღელვა და ზოგჯერ სტრესული დამოკიდებულება უჩნდება
ხოლმე.
არანაკლებია
პედაგოგის ღელვა, ვინაიდან მის მიერ ყოველდღიურად დაწერილ მაღალ ქულებს ფასი ეკარგება
და ცხადია,რომ შეფასების რელევანტურობა ეჭვქვეშ
დგება.
ესგ-ის მიხედვით მათემატიკაში სასწავლო წლის განმავლობაში თითოეულ
კლასში დაგეგმილია მინიმუმ 10 შემაჯამებელი სამუშაო.
I სემესტრისთვის გათვალისწინებული ოთხ-ოთხი შემაჯამებელი ჩატარებულია.
თუკი თვალს გადავავლებთ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ქულებს (დანართი1), მარტივია პრობლემის იდენტიფიცირება.
ამიტომაც გადავწყვიტე, საკვლევ თემად, სწორედ ეს საკითხი ამერჩია და მომეძებნა პრობლემის
გადაჭრის გზები.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ი ს მ ი მ ო
ხ ი ლ ვ ა :
კვლევაზე მუშაობის დაწყებამდე მოვიძიე და დავამუშავე სხვადასხვა ლიტერატურა,
როგორც წერილობითი წყაროები, ასევე გამოვიყენე ინტერნეტ რესურსები. მოკლედ
მიმოვიხილავ ზოგიერთ მათგანს.
საკუთარ
პრაქტიკულ გამოცდილებას გვიზიარებს მათემატიკის მასწავლებელი თეა ურუშაძე სტატიაში „როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ ეფექტური შემაჯამებელი სამუშაო“ (maswavlebeli.ge 11
იანვარი, 2017წ.)
„შესაჯამებელ
თემას ვყოფ კატეგორიებად. ეს კატეგორიებია: მარტივი,საშუალო და რთული. მარტივი-2 ქულა, საშუალო-3 ქულა, რთული-4 ქულა.მარტივი და საშუალო კატეგორიების თეორიული მასალა და სავარაუდო ამოცანების სტილი მოსწავლეებს წინასწარ ეცოდინებათ და მოემზადებიან. რთული კატეგორია, ძირითადად, შედგება სააზროვნო ამოცანებისაგან.ბავშვი თავად ამოირჩევს, რომელი კატეგორიის კითხვა ურჩევნია. მასწავლებელს ეს საშუალებას მისცემს, უზრუნველყოს ყველა მოსწავლის ჩართვა და გააკეთოს მასალის დიფერენცირება.
შეკითხვის მიღების წესი: თითოეული გუნდიდან ერთდროულად გამოდის თითო ბავშვი. ირჩევს შეკითხვებს, რომლებიც მაგნიტით იქნება დაფაზე დამაგრებული ფერების მიხედვით. ქვეშ იქნება დამალული კითხვები. მაგნიტით დამაგრება საშულებას მისცემს მასწავლებელს, სწრაფად ჩამოხსნას და დაამაგროს ფურცლები.
ორგანიზების ფორმა: კლასიდან მასწავლებელი ამოარჩევს აკადემიურად მაღალი მოსწრების მოსწავლეებს, რომლებიც იქნებიან კაპიტნები. გუნდის წევრების შერჩევა მოხდება კაპიტნების მიერ არჩევანი-არადანის პრინციპით. თითოეულ გუნდს ექნება რაიმე დამახასიათებელი ნიშანი: ვთქვათ, გულზე ქინძისთავით დამაგრებული სხვადასხვა ფერის ლამაზად გამოჭრილი ფურცლები ან ლენტები. ასევე, შეიძლება გუნდები, უბრალოდ, დაინომროს.
შეჯამების დროს ერთდროულად გამოდის თითო გუნდიდან თითო ბავშვი და ირჩევს კითხვას. კითხვები არის დანომრილი, მიაქვთ მოსაფიქრებელ განყოფილებაში. ეს არის სპეციალურად მოწყობილი კუთხე-მერხები, სადაც დახვდებათ ფურცლები და ავტოკალმები. მოსაფიქრებელი მერხები დგას შესაბამისი გუნდის საპირისპირო მხარეს.
სანამ გუნდის წევრებს მოსაფიქრებელი წუთები სჭირდებათ, თითოეულ გუნდს უფლება ეძლევა, მოიპოვოს თითო-თითო ქულა ამ თემაზე საინტერესო პრეზენტაციით. პრეზენტაცია შეიძლება იყოს მათ მიერ შექმნილი, დახატული ან მოპოვებული მასალით. გუნდის კაპიტანს უფლება ეძლევა, გუნდს მოუტანოს 1 ქულა იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდის წევრის არასწორ პასუხს გამოასწორებს.
საპრეზენტაციო თემები უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებული მასწავლებელთან, თუმცა მასწავლებელი მხოლოდ მიმართულების მიმცემია.“
შემაჯამებელი
მუშაობის პროცესი საინტერესო და დაძლევადი რომ გავხადოთ ერთ -ერთი პედაგოგი მაია ფირჩხაძე სტატიაში-“როგორ მივცეთ მოსწავლეებს დიფერენცირებული დავალებები?”(maswavlebeli.ge-29
დეკემბერი, 2015წ. მაია ფირჩხაძე), გვთავაზობს ასეთ აქტივობას:
„აკადემიურად სუსტ მოსწავლეს ფერად ბარათებზე გამზადებული დავალებები შევურჩიოთ: წითელი ფერის ქაღალდზე საშუალო სირთულის დავალებები დავწეროთ, ცისფერზე – შედარებით მარტივი დავალებები, ყვითელზე კი – კიდევ უფრო მარტივი. მოსწავლეს ავუხსნათ ფერებს შორის განსხვავების მიზეზი და ისიც დამოუკიდებლად ამოირჩევს ბარათს. თავდაპირველად ის ალბათ ყველაზე მარტივ დავალებას
ამოირჩევს, რაშიც, მართალია, მხოლოდ დაბალ ქულას მიიღებს, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ის იღებს არა„ცუდ“ შეფასებას, არამედ „დაბალ” ქულას. შემდეგში, დარწმუნდება რა საკუთარ ძალებში,
ამოირჩევს საშუალო დონის დავალებებს, შემდეგში – უფრო მაღალს და შედეგებიც უკეთესი იქნება. მთავარია, რომ დავალებები ზუსტად შესაძლებლობების შესაბამისი იყოს“.
ამოირჩევს საშუალო დონის დავალებებს, შემდეგში – უფრო მაღალს და შედეგებიც უკეთესი იქნება. მთავარია, რომ დავალებები ზუსტად შესაძლებლობების შესაბამისი იყოს“.
საკვლევი
თემის შერჩევის შემდეგ ჩამოვაყალიბე
კ ვ ლ ე ვ ი
ს მ ი ზ ნ ე ბ ი :
·
შემაჯამებელი
სამუშაოს შეფასებების შედარება მიმდინარე აკადემიურ მოსწრებასთან,
·
არსებული განსხვავების მიზეზების დადგენა,
·
ინტერვენციების დაგეგმვა,
·
მიღებული შედეგების აღწერა და შედარება წინარე
შედეგებთან.
კ ვ ლ ე ვ ი ს
მ ე თ ო დ ე ბ ი :
კვლევის
ეფექტურად წარმართვისათვის შევარჩიე კვლევის რამდენიმე
მეთოდი:
·
დიალოგის გამართვა კოლეგებთან;
·
მოსწავლეთა გამოკითხვა წინასწარ შედგენილი კითხვარის
მიხედვით;
·
ფოკუს-ჯგუფი.
როცა საკვლევი პრობლემის იდენტიფიცირება მოვახდინე, ზემოთ
ჩამოთვლილი მეთოდების გამოყენებით შევეცადე დამედგინა პრობლემის მიზეზები, რისთვისაც
ჩავატარე ინტერვიუ ჩემი სკოლის პედაგოგებთან.
კოლეგებთან გასაუბრების შემდეგ გამოიკვეთა პრობლემის გამომწვევი სხვადასხვა
ფაქტორი:
Комментарии
Отправить комментарий